ასლან ბჟანია მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს

ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა.

„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. [საკავშირო სახელმწიფოს] იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, აფხაზეთს ესმის რუსეთის ფედერაციასთან ძლიერი ალიანსის აუცილებლობა ახალ რეალობებში, როდესაც ერთპოლარული სამყარო დაინგრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო