ენტონი ბლინკენი - ფილიპ რიკერის დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ანიჭებს

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

ბლინკენის ინფორმაციით, ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში.

„ელჩი ფილიპ რიკერი კავკასიის მოლაპარაკებების უფროს მრჩევლად და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ დავნიშნე. ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და აშშ-ის დელეგაციის მთავარი მომლაპარაკებელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში. ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით, რათა ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ელჩი რიკერის ამ დროს დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება