დიმიტრი მედვედევი - კიევში და დასავლეთის ქვეყნებში გამარჯვების პროგნოზებს აწყობენ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილი და დემაგოგიაა ელექტორატის დასამუშავებლად

უკრაინაში სიტუაციის განვითარების სცენარი მხოლოდ „ერთნახევარია“: ყველა მიზნის მიღწევა სპეცოპერაციით და მისი შედეგების აღიარება კიევის მიერ, ან სამხედრო გადატრიალება უკრაინაში და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგების შემდგომი აღიარება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ არხზე“ დაწერა.

„კიევში და დასავლეთის ქვეყნებში გამარჯვების პროგნოზებს აწყობენ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილი და დემაგოგიაა ელექტორატის დასამუშავებლად. ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ როლებს ამუშავებენ. სცენარი სულ ერთნახევარია. პირველი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევა და კიევის მიერ მისი შედეგების არაორაზროვანი აღიარება. მეორე - ეს არის სამხედრო გადატრიალება უკრაინაში, შემდეგ კი, უკვე სპეცოპერაციის შედეგების აღიარება. აი, ეს არის ყველა ვარიანტი”, - აცხადებს მედვედევი.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს