უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში რუსეთის შტაბი ააფეთქეს

ზაპოროჟიეს ოლქში, მელიტოპოლში უკრაინელმა პარტიზანებმა ღამით რუსი ოკუპანტების შტაბი ააფეთქეს, სადაც ისინი ფსევდორეფერენდუმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"წინააღმდეგობის ძალები არა მხოლოდ მინიშნებებს აძლევენ, არამედ ხმამაღლა უცხადებენ ოკუპანტებს, რომ აქ მათ ყოფნას არ მიესალმებიან. ყველაფერი, რაც ფსევდორეფერენდუმის მომზადებას უკავშირდება, ადგილზე განადგურდება", - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, შტაბი პრიაზოვსკოეს დასახლებაში მდებარეობდა და იქ რუსი ოკუპანტები ე.წ.რეფერენდუმისთვის ემზადებოდნენ და მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო