იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.

მათივე ცნობით, იტალიის პირველი დიპლომატი ომით განადგურებულ ქალაქ ირპინს ეწვია.

“როგორც იტალიის მთავრობამ, ჩვენ ავირჩიეთ უკრაინელი ხალხის მხარეზე ვიყოთ. ირპინი დანგრეული, მიწასთან გასწორებული ქალაქია. იტალიაში არიან ისეთები, რომლებიც ჯერ კიდევ უარყოფენ რუსული ჯარების მიერ განხორციელებულ ქმედებებს“, - განაცხადა დი მაიომ ქალაქში ვიზიტის დროს.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინელები ასევე იტალიელების თავისუფლებას იცავენ.

“ჩვენ არ შეგვეძლო არ დავხმარებოდით და არ დაგვეჭირა მხარი ამ ხალხისთვის და არ მიგვეწოდებინა მათთვის ყველა შესაძლო დახმარება დამპყრობლისგან თავდასაცავად”, - აღნიშნა დი მაიომ.

მედიის ცნობით, დღეს, მოგვიანებით, დი მაიო უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა