ირანმა საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავები გამოსცადა

ირანმა საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავები გამოსცადა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია უკრაინის ომში გამოსაყენებლად რუსეთისთვის ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო მიწოდებით.

ორდღიან სამხედრო წვრთნებში 150 დრონი იქნება ჩართული. შემოწმდება ირანის საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის შესაძლებლობები.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები ირანში, ორ ქვეყანას შორის დრონების გადაცემის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, წვრთნებს გადიან.

ამასთან, ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანი დაადანაშაულა იმაში, რომ ის უკრაინაში გამოსაყენებლად მოსკოვისთვის ასობით უპილოტო თვითმფრინავის მიწოდებას გეგმავს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო