ირინა ვერეშჩუკი - უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო

უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო - ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ე.წ. გაშვილებასთან დაკავშირებით სარჩელებს ამზადებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მშობლებს, ნათესავებსა თუ ნაცნობებს შეუძლიათ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცების შესახებ შეატყობინონ.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღებთ ინფორმაციას, აღვრიცხავთ და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელ ბავშვს აღმოვაჩენთ, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაბრუნებლად",- დასძნა ვერეშჩუკმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს