„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - პუტინი ცდილობს თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციას, რასაც შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით მისი განკარგულება მოწმობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს თავიდან აიცილოს საყოველთაო მობილიზაცია, რასაც მოწმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მოკრძალებული ზრდა მის მიერ ხელმოწერილი განკარგულების შესაბამისად, - ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, რუს სამხედროებს, სავარაუდოდ, სურთ უკრაინაში შეჭრის შედეგად მიღებული ზარალის გამოსწორება და ძალების მოკრება უკრაინაში „ოპერაციის“ გასაგრძელებლად.

ამასთან, ინსტიტუტის თანახმად, 2022 წელს, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურ სამხედრო სამსახურში სულ 850 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურ საბოლოო ძალას - 1 000 000 -ზე მეტ ადამიანს.

„ომის შესწავლის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ რუსეთს შეექმნება პრობლემები დიდი რაოდენობით ახალი ჯარისკაცების სწრაფად დაკომპლექტებისას.

"რუსეთის საწვრთნელი შესაძლებლობები, სავარაუდოდ, შემცირდა 24 თებერვლის შემდეგ, რადგან კრემლმა საწვრთნელი ძალები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა და გავრცელებული ინფორმაციით, ამ სასწავლო ძალებმა დანაკარგები განიცადეს" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობის 137 000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი