დღეს ფინეთისა და შვედეთის ოფიციალური პირები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქ კოლეგასთან შეხვედრას გამართავენ

დღეს ფინეთისა და შვედეთის ოფიციალური პირები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქ კოლეგასთან შეხვედრას გამართავენ. Reuters-ის ინფორმაციით, მათი შეხვედრა ფინეთში გაიმართება, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეხვედრის კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობია.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოფიციალურ პირებს შორის პირველი შეხვედრა მიზნად ისახავს კონტაქტების დამყარებას და თანამშრომლობის მიზნების დასახვას, რაზეც სამივე ქვეყანა ივნისის ბოლოს შეთანხმდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება გადაწყვიტეს.

თურქეთისა და ფინეთის პრეზიდენტების, შვედეთის პრემიერ - მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თანდასწრებით სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა 28 ივნისს მოეწერა. მემორანდუმის ფარგლებში, ფინეთმა და შვედეთმა, როგორც ნატო-ს მომავალმა მოკავშირეებმა, პირობა დადეს, რომ სრულად დაუჭერენ მხარს თურქეთს მისი ეროვნული უსაფრთხოების ყველა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში და აიღეს რიგი ვალდებულებები, რომლებზეც თურქეთის მიერ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დადებითი პასუხია დამოკიდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა