ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე თანხმობა გაცემულია

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობა გაცემული აქვს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

რაც შეეხება დანარჩენი ექსპერტების დაშვებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სათანადო საბუთების წარდგენის შემთხვევაში კომისია დადგენილ ვადებში იმსჯელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაუშვებენ თუ არა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ორ უცხოელ ექსპერტს ამის თაობაზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტროსგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, თანხმობის შემთხვევაში, ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტები მზად არიან ხვალვე ჩამოვიდნენ საქართველოში და კლინიკა „ვივამედში“ შევიდნენ, სადაც მესამე პრეზიდენტი რამდენიმე თვეა მკურნალობს.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან სამედიცინო თვალსაზრისით მუშაობის მზაობა გამოთქვა კიდევ სამმა უცხოელმა ექსპერტმა. როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, სააკაშვილთან ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო