ლევან იოსელიანი - როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა

პარლმენტის ვიცე-სპიკერის, პარტია “მოქალაქეების” წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ მას საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა.

როგორც იოსელიანმა “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მორიგი წერილის შეფასებისას განაცხადა, ასეთი განცხადებები ამერიკის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებს ვერ შეცვლის.

“როცა ელჩს რაიმეში ადანაშაულებ, ეს პერსონალური არ არის, მისი წარმომადგენელი ქვეყნის დადანაშაულებაა. როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ მას საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა. ანუ იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უნდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა. ეს ყველაფერი აქამდე დადის, რაც ღიმილისმომგვრელია. ასეთი განცხადებები ამერიკის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებს ვერ შეცვლის. ვიცით, ქვეყანაში პროდასავლური განწყობა რამდენად მაღალია და ამ ოთხეულის მცდელობა სერიოზულ ხარვეზებს ვერ წარმოქმნის”,- განაცხადა ლევან იოსელიანმ.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების განცხადებებს, იოსელიანი ამბობს, რომ ეს მალე გამოჩნდება.

“ჩემთვისაც ბევრი რამე გაუგებარია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე სულ მალე გაირკვევა და გამოჩნდება, ამ ოთხი ადამიანის მიზანი რა იყო წერილების გამოქვეყნებისას. ვფიქრობ, რომ შორი არ არის, როცა ყველაფერი გაირკვევა”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები მორიგ წერილს აქვეყნებენ. ისინი კვლავ საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ელჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები „მორიგი აღიარებითი ჩვენებაა“.

“კელი დეგნანი „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება - საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას”,- აცხადებენ დეპუტატები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო