ეთიოპიაში საავადმყოფოზე განხორციელებულ ავიაიერიშს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიგრაის სეპარატისტულ რეგიონში საავადმყოფოზე განხორციელებულ ავიაიერიშს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. ინფორმაციას ქალაქ მეკელეს მთავარი საავადმყოფო ავრცელებს.

ტიგრაის ტელევიზიის განცხადებით, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებს, საავადმყოფოზე ავიაიერიშის განხორციელების განკარგულება ეთიოპიის ხელისუფლებამ გასცა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს.

ცნობისთვის, ტიგრაის რეგიონში ამბოხებულებსა და ფედერალურ ძალებს შორის დაპირისპირება 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. კონფლიქტს დღემდე ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა და გაიძარცვა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და რეგიონის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა