29 აგვისტოს, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

კომპანია პროექტში 5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

GWP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში უკვე განახლდა 3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

„წყალსადენის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის 70 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 5 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებითი სამუშაოებს 29 აგვისტოს დღის 12:00 საათზე დაიწყებს და 30 აგვისტოს საღამოს 22 საათზე დაასრულებს.

რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, კოსტავას 1 შესახვევს, ზანდუკელის, ქიაჩელის, ბაქრაძის, ზალდასტანაშვილის, კაკაბაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ბესიკის, შევჩენკოს, ჭონქაძის, ლეონიძის, ტაბიძის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ხანძთელის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, შროშის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ზოვრეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს“ უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს