რუსეთი უნგრეთში ორ ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

რუსული ატომური ენერგიის კომპანია “როსატომი“ უახლოეს კვირებში უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

"დაე, დაიწყოს მშენებლობა! ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცავთ უნგრელებს ელექტროენერგიის ფასების თავაწყვეტილი რყევებისგან“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მისი თქმით, ატომური რეაქტორები შეიძლება ქსპლუატაციაში შესასვლელად 2030 წლისთვის იყოს მზად. 12.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ძირითადად დაფინანსებულია რუსეთის მიერ. რუსეთსა და ევროკავშირის წევრ უნგრეთს შორის 2014 წელს მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავს არსებული „პაქსის“ ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბირთვული ინდუსტრია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს არ ექვემდებარება.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს