იენს სტოლტენბერგი - არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა კანადაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, პლანეტის უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილი ბოლო დროს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის, სადაც რუსეთი განსაკუთრებით აქტიურობს და სამხედრო ძალებს ზრდის.

„რუსული რაკეტებისა და ბომბდამშენებისთვის ჩრდილოეთ ამერიკისკენ უმოკლესი გზა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით იქნებოდა. ეს კი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ჩრდილოეთ ამერიკისთვის და, შესაბამისად, ნატოსთვისაც“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეხვედრისას კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ალიანსის წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს