„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება

უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორის, „ენერგოატომის“ მტკიცებით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი არსებობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ელექტროსადგური არაერთხელ დაბომბეს.

„პერიოდული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება, მაღალია ხანძრის საშიშროებაც. ელექტროსადგური მუშაობს რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით", - ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად