ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ნიდერლანდებში, ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო მანქანა შევარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

შემთხვევის დროს სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და ღია ცის ქვეშ მოწყობილ წვეულებაზე შევარდა.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დადასტურებულად ფლობენ ინფორმაციას ორი დაღუპულის შესახებ. მისივე თქმით, დიდია დაშავებულთა რაოდენობაც. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

ადგილზე სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა