ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთსა და კოსოვოს შორის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

სერბეთმა და კოსოვომ მათ საზღვრებზე მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებული დავა ევროკავშირის შუამავლობით მოაგვარეს.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებებისას, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა-გასვლის დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის, ხოლო კოსოვო კი დათანხმდა არ შემოიღოს შესვლა-გასვლის დოკუმენტების მოთხოვნა სერბეთის პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის. თუმცა, ორ ქვეყანას ჩრდილოეთ კოსოვოში გაცემული სერბული მანქანის სანომრე ნიშნების სადავო გამოყენებაზე შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

შეგახსენებთ, სერბეთსა და კოსოვოს შორის გასული თვის ბოლოს, დაძაბულობა გაიზარდა. მიზეზი კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიაზე სერბული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მანქანების სანომრე ნიშნები მოქმედი აღარ იქნებოდა. დასავლეთის აშკარა ზეწოლის შედეგად კოსოვოს ხელისუფლებამ მაშინ აღნიშნული ზომების გატარება ერთი თვით, 1 სექტემბრისთვის გადადო.

ცნობისთვის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო, 2008 წელს კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე