ჯოზეფ ბორელი - არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთხმად დაუჭირონ მხარი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზებს რუსების ნაწილი მიიღებს, თუმცა, არა ოლიგარქები.

"ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”, - აღნიშნა ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო