უკრაინის გენშტაბი - სლავიანსკის მიმართულებით მტერი დაზვერვის ჩატარებას შეეცადა, მაგრამ დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია

მტერმა სლავიანსკის მიმართულებით ტანკებით, არტილერიისა და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა კურულკას, ბრაჟკოვკას, ბოგოროდიჩნის, კრასნოპოლიესა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიები, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერმა გამოიყენა სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. ის ცდილობდა უაზრო დაზვერვის ჩატარებას დოლინას დასახლების მიდამოში, დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია. ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, მტერმა თავდასხმა განახორციელა ბოგოროდიჩნის მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ცვლილები არ მომხდარა. რუსულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის ბელოპოლიეს, გაის, ეკატერინოვკას, მიროპოლიესა და ვოდოლოგსის დასახლებების ტერიტორიებზე და უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვა ჩაატარა.

ხარკოვის მიმართულებით, მტერმა რამდენიმე დასახლების ტერიტორია არტილერიით დაბომბა, ნოვის მახლობლად კი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

„მტერი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით საჰაერო დაზვერვას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა გრიგოროვკას, სევერსკის და ივანო-დარიევკას მახლობლად.

„ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბახმუტსკოესთან, შუმოვთან, იაკოვლევკასთან, ზაიცევსთან და კოდემასთან. ავიადარტყმები მიაყენა იაკოვლევკასა და კოდემას ტერიტორიებს. კოდემასა და ზაიცევის მახლობლად უკრაინელმა დამცველებმა მტრის შეტევის მცდელობა შეაჩერეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ავდიივკას, ვოდიანის, ვესელის, მარინკას, ალექსანდროპოლისა და ტონენკოეს ტერიტორიებზე. ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესების მიზნით, მტერმა შეტევითი ბრძოლები ჩაატარა პერვომაისკის ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

„ზაპოროჟიეს მიმართულებით დამპყრობლებმა ტანკებითა და არტილერიით დაბომბეს ჩვენი პოზიციები დოროჟნიანკას, შევჩენკოს, პოლტავკას, ბელოგორიეს და ნოვოპოლის დასახლებების ტერიტორიებზე. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ნოვოპოლსა და ნოვოსელკას მახლობლად.

იუჟნობუჟსკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. იღებს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა