„ვივამედის“ დირექტორი - თუ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ კითხვები ექნება, მზად ვართ ვუპასუხოთ

დღეს ჩამოსული არიან უცხოელი საერთაშორისო დონის ექსპერტები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ნახავენ და დადებენ შესაბამის დასკვნას, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, თუ სხვა სამედიცინო საკითხები სწორედ ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით „დაიდება“.

„მდგომარეობის გრადაცია, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და ყველაფერი იმედი მაქვს, რომ დაიდება საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით. ჩვენი მიზანი არის ნებისმიერი პაციენტის გამოჯანმრთელება და სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე ,არის თუ არა მზად ჩხაიძე სასამართლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდოს, მისი თქმით, კლინიკის ადმინისტრაცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ თუ სასამართლოს ექნება კითხვები ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ, მზად ვართ ვუპასუხოთ ამ კითხვებს, იქნება ეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ სხვა“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს