შალვა ხაჭაპურიძე - უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს.

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკელი ექსპერტის სურვილს ასევე წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისვლა და სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი კადრების ნახვა.

მისივე თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.

„ეს ადამიანი ჩაერთო თავიდანვე. იყო მოლაპარაკება, გაეცნო საქმის მასალებს და საათობით გამოკითხა სააკაშვილის ოჯახის წევრები. ამის შემდეგ განაცხადა, რომ დაინტერესებულია და გულთან მიიტანა სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი. ის მიხეილ სააკაშვილს დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ მოინახულებს, მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში.

თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“ შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.

„ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ასევე ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ნებართვების მიღებას და წესით, დღეს რაღაცას პასუხი უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ