ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს გამართავენ, სადაც უკრაინული ძალებისთვის სამხედრო სასწავლო მისიის შექმნასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ პრაღაში შეიკრიბებიან, რათა უკრაინული ძალებისთვის სამხედრო სასწავლო მისიის შექმნის ვარიანტები განიხილონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრების დროს ასევე განიხილავენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მოწოდებას, რუსი ტურისტებისთვის ბლოკის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ჩეხეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, ითხოვს რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით. ამ იდეას მხარს უჭერენ ბალტიის ქვეყნები. თუმცა, გერმანია და ზოგიერთი სხვა წევრი ქვეყანა ამგვარ ნაბიჯს არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ ამან შესაძლოა დაარღვიოს ევროკავშირის წესები და რუს დისიდენტებს ქვეყნიდან გაქცევის გზები მოუჭრას.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა შესაძლოა დამოუკიდებლად იმოქმედონ ტურისტების დაბლოკვის მიზნით, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება ბლოკის მასშტაბით აკრძალვის დაწესებას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო