„დიდი შვიდეული” - მივესალმებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტს - ელექტროსადგური სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას

„დიდი შვიდეული“ მიესალმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის მცდელობები სადგურის გათიშვის უკრაინის ელექტრო ქსელიდან მიუღებელია.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ელექტროენერგია, რომელსაც ის აწარმოებს, სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას და ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის მცდელობები, გათიშოს სადგური უკრაინის ელექტრო ქსელიდან მიუღებელია“, - ნათქვამია “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ხელმძღვანელობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა. მისია ადგილზე მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩავა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს