შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტმა ერიკ გოლდსმიტმა სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მეორე კვლევის ნაწილი რამდენიმე საათში გაგრძელდება, შესაბამისი სამედიცინო დასკვნა კი სამ-ოთხ დღეში გამოქვეყნდება.

„კვლევის პირველი ნაწილი დასრულებულია, მეორე კვლევის ნაწილი გაგრძელდება რამდენიმე საათში. განწყობები და მისი საექსპერტო დასკვნა გამოგზავნილი იქნება ამერიკიდან, დოკუმენტის სახით, რომელიც დაერთვება საექსპერტო დასკვნას. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში არსებულ ვიდეომასალას, თუ დღეს ვერ მოესწრება, მაშინ ხვალ დილით გააგრძელებს მუშაობას. ხვალ დღის მეორე ნახევარში დატოვებს ქვეყანას.

მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დიქტოფონზე მოახდინა მისი საუბრის ჩაწერა და შესაბამის კითხვებს უსვამდა. მეორე ნაწილი უკვე იქნება ტესტირების ჩატარება, დასკვნას როგორც თავად ამბობს, სამი-ოთხი დღე დასჭირდება“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს