პრემიერის განცხადებით, გაყიდიან "ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს", რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს იყიდიან

საქართველოს მთავრობა სამ ახალ ვერტმფრენს შეისყიდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაყიდიან წინა ხელისუფლების დროს შეძენილ ერთ ძვირადღირებულ ვერტმფრენს, რომელიც მისივე შეფასებით, „ფუფუნებისთვის“ იყო შესყიდული.

„გომელაურის უწყება მუშაობს ახლა აქტიურად სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში, ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და რამდენიმე ათეული დოლარი თუ ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი. გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, რომელიც სხვადასხვა სამაშველო თუ სხვა ოპერაციისთვისაც გამოგვადგება. ახლა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფინანსთა სამინისტროც ჩართულია ამ პროცესში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს