ოლაფ შოლცი - გერმანია ევროკავშირის გაფართოების მიმართ ერთგული რჩება - ბლოკში უნდა გაერთიანდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და საბოლოოდ, საქართველოც

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია ევროკავშირის გაფართოების მიმართ ერთგული რჩება და ბლოკში უნდა გაერთიანდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და, საბოლოოდ, საქართველოც, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ყოველი ახალი წევრის მიღებასთან ერთად იზრდება ცალკეული ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების რისკი იმ დროს, როდესაც ბლოკის ერთსულოვნებაა საჭირო, თუმცა ის ევროკავშირს საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივ გადასვლას სთავაზობს.

„თუმცა, ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. სადაც დღეს ერთსულოვნებაა საჭირო, ცალკეული ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენების რისკი და ყველა დანარჩენის წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი ყოველი დამატებითი წევრი სახელმწიფოს მიღებასთან ერთად იზრდება, ამიტომ, მე, კარგად ვიცი რა, რომ ამას გავლენა გერმანიაზეც ექნება, შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა დღეს პრაღაში სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე