რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური - დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინის დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მონაწილეობდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობის მომზადებაში ნატალია ვოვკთან ერთად უკრაინის „დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის“ კიდევ ერთი წევრი, ბოგდან ციგანენკო მონაწილეობდა.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მოსკოვში დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოამზადა უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, 1978 წელს დაბადებულმა უკრაინის მოქალაქემ, ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, რომელიც 2022 წლის 30 ივლისს ესტონეთის გავლით ჩავიდა რუსეთში და დარია დუგინას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ციგანენკომ ვოვკს გადასცა ყალბი საავტომობილო სანომრე ნიშნები და დოკუმენტები, რომელიც რეალურად არსებული პიროვნების, ყაზახეთის მოქალაქე იულია ზაიკოს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე, დაეხმარა მას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს დაიღუპა, როდესაც ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, აფეთქდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს