თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას 5-ჯერ აძვირებს

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას 5-ჯერ აძვირებს. გადაწყვეტილება ძალაში 7 ოქტომბრიდან შევა. შედეგად, თურქეთს საერთო შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„2022 წლის 7 ოქტომბრიდან რეგულაციის ძალაში შესვლით, მიმდინარე შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, შუქურების, მაშველების მომსახურებისა და ჯანდაცვის საფასურის ხუთჯერ გაზრდით“,-ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა