ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის - მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. უკრაინის პირველმა პირმა რუსეთი იმ ალიგატორს შეადარა, რომელიც მიისწრაფვის დაეუფლოს ყველაფერს, რაც მას არ ეკუთვნის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ისინი მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ. ცოტა ხნის წინ მათ საჯაროდ დაიწყეს საუბარი, რომ უკრაინამ ჩვენი ქვეყნის სამხრეთი უნდა აღიაროს რუსულ ტერიტორიად, მას შემდეგ რაც ისინი ჩაატარებენ „რეფერენდუმების“ ახალ სერიას. არ აქვს მნიშვნელობა მას რას ეტყვი - ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან ახალი ტერიტორიებისთვის ნახევარი წლის განმავლობაში, მაგალითად", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მისთვის ძნელია იმის განსაზღვრა, როდის შეიძლება დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი მათი გამართვის წინადადებით მას შემდეგ გამოვა, რაც მთელი მსოფლიოს ძალას დაინახავს, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს.

























