ჯონ კირბის განცხადებით, მიუხედავად უკრაინის კონტრშეტევის ზომისა და მასშტაბისა, უკრაინელებმა უკვე იქონიეს გავლენა რუსეთის საბრძოლო პოტენციალზე

თეთრი სახლი ინფორმირებულია უკრაინის მიერ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყების თაობაზე, თუმცა უკრაინის კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად უკრაინის კონტრშეტევის ზომისა და მასშტაბისა, უკრაინელებმა უკვე იქონიეს გავლენა რუსეთის საბრძოლო პოტენციალზე.

„რუსებს მოუწიათ რესურსის აღმოსავლეთიდან გამოყვანა მხოლოდ განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ უკრაინელები სამხრეთით კონტრშეტევის დაწყებას გეგმავდნენ. ამის გამო მათ მოუხდათ ზოგიერთი ქვედანაყოფის დასუსტება უკრაინის აღმოსავლეთით, რათა რეაგირება მოეხდინათ იმაზე, რასაც ისინი ცალსახად მიიჩნევდნენ საფრთხედ“,- განაცხადა კირბიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსეთი კვლავინდებურად განიცდის კადრებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკრაინაში და ამიტომ ცდილობს "ბოევიკების" რეკრუტირების გაფართოებას რუსეთში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში