ერაყში, მოქტადა ალ-სადრის მხარდამჭერებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მომხდარი შეტაკების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

დაპირისპირება მოჰყვა შიიტი სასულიერო პირის, მოქტადა ალ-სადრის განცხადებას, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. ამ განცხადების შემდეგ სადრის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ალ-სადრის მხარდამჭერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათია დაწესებული.

ალ-სადრის განცხადებას წინ უძღოდა მისი მხარდამჭერების რამდენიმეთვიანი პროტესტი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის მოწოდებას ერაყის პარლამენტის დაშლისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

48 წლის მოქტადა ალ-სადრი ბოლო ოცი წლის მანძილზე ერაყის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინანტური ფიგურაა. მისი „მეჰდის არმია“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ფორმირება იყო, რომელიც ებრძოდა აშშ-სა და მის მოკავშირე ერაყის სამთავრობო ძალებს. მოგვიანებით მან „მეჰდის არმიას“ სახელი გადაარქვა და „მშვიდობის ბრიგადები“ დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ „მეჰდის არმიას“ კავშირები ჰქონდა ირანთან, სადრი ბოლო დროს ერაყის შიიტ მეზობელს გაემიჯნა და აცხადებს, რომ სურს წერტილი დაუსვას ერაყის საშინაო საქმეებზე აშშ-ისა და ირანის გავლენას.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს