პაკისტანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მესამედი წყლითაა დაფარული და ზარალი მინიმუმ 10 მილიარდ დოლარს შეადგენს

პაკისტანის მინისტრი დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალი აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, ქვეყანას დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მიაყენა.

„ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპული გვყავს 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება.

მანამდე, პაკისტანის მინისტრმა კლიმატის საკითხებში განაცხადა, რომ ქვეყნის მესამედი წყლითაა დაფარული.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანმა გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.1 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

ცნობისათვის, პაკისტანში მუსონური წვიმებით გამოწვეულ უპრეცედენტო წყალდიდობას მინიმუმ 1 136 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ გაანადგურა გზები, ნათესები, სახლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა