ადვოკატის განცხადებით, არც პირადად მას და არც გოგაშვილების ოჯახს საგამოძიებო სამსახურის მიმართ ნდობა არ გააჩნია

სოსო გოგაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ არც პირადად მას და არც გოგაშვილების ოჯახს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ ნდობა არ გააჩნია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალსტებს განუცხადა, დღეს უწყებაში სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას ორ ეპიზოდზე მისცემს, კონკრეტულად კი ეს ეხება - სოსო გოგაშვილის დაკავებას და გოგაშვილის მონახულების მიზნით ოჯახის წევრთა ციხეში შესვლას.

“როგორც ნიკა გოგაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვა შეეხება ორ ეპიზოდს, ერთი არის გოგაშვილების ოჯახში არაპროპორციული ძალის გამოყენებით შესვლას და განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას, რაც სამწუხაროდ, სახელმწიფომ ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოიყენა. მიუხედავად მათი თანხმობისა, რომ ეთანამშრომლათ და ნებაყოფლობით უღებდნენ კარგს,მაინც იძულებისა და ძალადობის გამოყენებით მოხდა მათ სახლში შესვლა. ალბათ, მოგვიანებით იქნება საუბარი, რა დაირღვა, საგამოძიებო ორგანოებმა ეს უნდა გამოიძიონ. მეორე ეპიზოდი ეხება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესვლას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ეს არის სამსახური, რომელმაც ეს უნდა გამოიძიოს, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არამხოლოდ ამ სამსახურთან, არამედ მთლიანად, სამწუხაროდ, ვეჯახებით სისტემას, რომელიც უკვე დიდი ხანია თვითნებობს სახელმწიფოზე, ნდობა არ გაგვაჩნია”, - განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო