რუსეთის საგარეო უწყება სერბეთის ვიცე-პრემიერს - რუსეთი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს სერბეთთან მეგობრული ურთიერთობა

რუსეთი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს სერბეთთან მეგობრული ურთიერთობა და როგორც ჩანს, ვიცე-პრემიერი, ზორანა მიხაილოვიჩი ცუდად ერკვევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების რეალობაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რითაც უწყება სერბეთის ვიცე-პრემიერის, ზორანა მიხაილოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, სერგეი ლავროვი ბოროტად იყენებს ბელგრადის უარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს სერბეთი მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რაც ასე არ არის.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე მოსკოვს ბელგრადთან სრული ურთიერთგაგება აქვს.

„სერბეთთან გვაქვს სრული ურთიერთგაგება საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. პარტნიორებთან კონტაქტისას ჩვენ ღიად ვაცხადებთ ჩვენს ხედვას უკრაინაში შექმნილი სიტუაციის შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში. პატივს ვცემთ ბელგრადის სურვილს, ამ რთულ პირობებში შეინარჩუნოს დაბალანსებული და რაც მთავარია დამოუკიდებელი ხაზი“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო