მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, არის სახალხო დამცველის არჩევის წესი - ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს პირობებში რეკომენდაციები შესრულდება

გამოიგონეს ახალი სიტყვა - მრავალწახნაგოვნება, იმისთვის, რომ თან პარლამენტში დესტრუქციული პროცესები აწარმოონ და თან გამართლდეს მათი ე.წ. პროტესტი ქუჩაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან.

„ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი, რომელიც გამოუცხადეს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესს, შეფუთონ და გამოიგონეს ახალი სიტყვა - მრავალწახნაგოვნება, იმისთვის, რომ თან პარლამენტში დესტრუქციული პროცესები აწარმოონ და თან გამართლდეს მათი ე.წ. პროტესტი ქუჩაში. წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან, ყველა ვადა, რომელიც მმართველმა გუნდმა აიღო, გრაფიკში ზის და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. გვახსოვს, რომ იტყუებოდნენ პარლამენტი დაკეტილიაო, რა ვადაც გვქონდა დათქმული, ისე გაგრძელდება. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რეკომენდაციები შესრულდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ, როგორ შეფუთავენ ქუჩის აქციებს თუ საბოტაჟის პროცესს, ეს არის წმინდა პიარული საკითხი და აქაც კი ძალიან სუსტები არიან.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, არის სახალხო დამცველის არჩევის წესი, დღეს უკვე ვერ მოითმინეს და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის