მედია - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტისგან შემდგარი მისია კიევში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, მისიის წევრები უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ელექტროსადგურის ფიზიკური დაზიანების შეფასება, უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა, პერსონალის პირობების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი ზომების განხორციელება.

























