სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც გამოკითხვაზე მივიდა, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი, ალექსანდრე სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

ალექსანდრე სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.

„დამირეკეს დილით და მითხრეს, რომ დაბარებული ვიყავი. მე არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება დამაკავონ კიდევ. ყველამ იცის, რომ მე 24 საათი გოგაშვილის ოჯახის გვერდით ვარ და ყველანაირად ეცდებიან, რომ მაგ ოჯახს ჩამომაშორონ, ჩემი აზრით,“ - განაცხადა ალექსანდრე სამხარაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

სამხარაძის თქმით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 69 ვაზნა იპოვეს, რომელიც მისი პირადი საკუთრება იყო.

„ჩემთან 69 ცალი ვაზნა იპოვეს. ჩემი პირადი ვაზნები იყო. არაფერს მედავებიან, რომ შევალ დანარჩენს მერე გავარკვევ,“ - აღნიშნამან.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, სამხარაძის უწყებაში დაბარება მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის მასრების ამოღებას უკავშირდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო