ადვოკატი - ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ - ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ სასამართლო პროცესებზე, - ამის შესახებ არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დათა კაკულიას ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება ბინის მეპატრონე, რომლის თვალწინაც ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდება, რომ ძმებ კაკულიებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ შეძენილი.

„სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაცვის მხარე ითხოვდა გარკვეული მტკიცებულებების ამორიცხვას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღნიშნულ მტკიცებულებებს არ გაიზიარებს.

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ პროცესზე. პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს გარდა ერთი მოწმისა, რომელსაც ჩაფხუტში შეეძლო ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მათ მიერ ბრალად შერაცხულ ქმედებას“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან ძმები კაკულიების შემხებლობას, ადვოკატის განმარტებით, როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ „აბსურდზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებენ“.

„კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით როგორც კაკულიების ოჯახის, ასევე თავად ბრალდებულების პოზიციაა, რომ ამ საკითხზე ბოლოჯერ იქნება კომენტარი. ისინი აბსურდზე აღარ აპირებენ კომენტარის გაკეთებას. რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველას პირნათლად უპასუხეს. მკვლელობის დროს არ იმყოფებოდნენ საქართველოში, რაც თავად ბრალდებულების განმარტებით მტკიცდება“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა