მამუკა მდინარაძე - შეიძლება კანდიდატებზე უფრო მეტი პრობლემა შეგვხდეს - ვიმუშავებთ, რათა ომბუდსმენის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული

კომპრომისების გზით კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ - ვიმუშავებთ, რათა მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ახალი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციონერთა შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მათი ძირითადი მოთხოვნაა, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.

"მათი დიდი ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად სახალხო დამცველის კანდიდატურის წარმდგენი უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტი - ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი. ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას მოვისმენ და დღის ბოლომდე ჩვენეულ ხედვას გაგაცნობთ, რათა პროცესი პროცესისთვის არ იყოს. რეალურ შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ, რომ ყველა პუნქტის შესრულება ვუზრუნველყოთ. რისკები უნდა გამოვრიცხოთ, რაც მხოლოდ მმართველ გუნდზეა არ არის დამოკიდებული. ის რაც მხოლოდ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული გარანტირებულად შესრულდება, მაგრამ ის რაც დამოკიდებულია კომპრომისზე, კონსენსუსზე და ოპოზიციის ჩართულობაზე, აქ მაქსიმალური ინკლუზიურობა უნდა დავდოთ. გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიციის ამ ნაწილთან პროცედურებზე შეიძლება უფრო მარტივად შევთანხმდეთ, ვიდრე კანდიდატებზე. მათ განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, "ევროპელი სოციალისტები" ამბობდნენ, რომ წინა შემთხვევა უნდა გამოირიცხოს - მათ წინა შემთხვევად მიაჩნიათ ის, რომ სახალხო დამცველად პირდაპირ "ნაცი" დავსვით და ასეთი არ უნდა დაგვემართოს. სხვები სხვაგვარად თვლიან და აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებზე საუბრობენ. შეიძლება კანდიდატებზე უფრო მეტი პრობლემა შეგვხდეს - უნდა ვცადოთ, რომ კონსენსუსამდე კომპრომისის გზით მივიდეთ და ყველა მხარის ინტერესი გავითვალისწინოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში "გირჩის", "მოქალაქეების", "ევროპელი სოციალისტების" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა. მმართველი გუნდან მათ მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ახალი სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო ომბუდსმენის წარდგენის პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს