სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი - ყველამ იცის, რომ 2014 წლიდან ბატონი სოსოს გვერდით ვარ, 24 საათი მისი ოჯახის გვერდით ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, შეიძლება ოჯახს ჩამომაშორონ და დამაკავონ

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის განცხადებით, ის შესაძლოა, გოგაშვილის ოჯახის ჩამოსაშორებლად დააკავონ.

როგორც სუს-ის გენინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავებიან.

„გამოვედი ბრალდებულის სტატუსით, ოფიციალურად წამიყენეს ბრალი, დანარჩენს უკვე პროკურატურა და სასამართლო დაადგენს. საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაზეა საუბარი. ყველამ იცის, რომ 2014 წლიდან ბატონი იოსების გვერდით ვარ, 24 საათი მისი ოჯახის გვერდით ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, შეიძლება ოჯახს ჩამომაშორონ და დამაკავონ“, - აცხადებს სამხარაძე.

სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი