პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი დაგმო და კონფლიქტს „მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, საზიზღარი და მკრეხელური" უწოდა

პაპმა ფრანცისკემ დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი დაგმო და კონფლიქტს „მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, საზიზღარი და მკრეხელური" უწოდა.

ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი საუბრობს როგორც მოძღვარი, რომელიც იცავს ყველა ადამიანის სიცოცხლეს და არა როგორც პოლიტიკოსი.

წმინდა საყდარი ამ განცხადებით ერთი კვირის წინ, პაპი ფრანცისკეს მიერ რუსი პროპაგანდისტისა და იდეოლოგის, ალექსეი დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რა დროსაც პონტიფიკოსმა მას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის აღნიშნულმა სიტყვებმა უკრაინაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს