პროკურატურამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ტყიბულში მომხდარი ჯგუფური მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერლური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება.

„საქართველოს პროკურატურამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დანებით მ.მ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა