დმიტრო კულება - რუსი ტურისტებისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს მათი მოქალაქეების უმრავლესობა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუს ტურისტებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ, რადგან რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის "გენოციდურ აგრესიულ ომს" კიევის წინააღმდეგ.

„ნახევარი ზომების დრო წავიდა. მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა“, - განუცხადა კულებამ Reuters-ს.

„რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“, - აღნიშნა კულებამ.

ის ევროკავშირს სთავაზობს სპეციალური პროგრამის დაწყებას რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც აღარ სურთ უკრაინაში ბრძოლა.

„გადაირჩინეთ თავი და წადით. დაყარეთ იარაღი, დანებდით უკრაინულ ძალებს და მიიღეთ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ღირს, რადგან თუკი თუნდაც ერთმა რუსმა ჯარისკაცმა დაყაროს იარაღი და წასვლა გადაწყვიტოს, ეს ნიშნავს უკრაინელების გადარჩენილ სიცოცხლეს და მშვიდობასთან მიახლოებას“, - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში ორდღიან შეხვედრას მართავენ. Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია, რომ მინისტრები შეთანხმდებიან მოსკოვთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსებს მოუწევთ უფრო მეტი ლოდინი და მეტი თანხის გადახდა ვიზებისთვის, თუმცა, ბლოკი, სავარაუდოდ, გაყოფილი დარჩება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის სრულად აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო