„საქსტატის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ არ არის ცნობილი საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ბიზნესის, მათ შორის რუსული შპს-ებისა და ინდმეწარმეების საქმიანობის სფერო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რატომ არ არის ცნობილი საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ბიზნესის, მათ შორის რუსული შპს-ებისა და ინდმეწარმეების საქმიანობის სფერო.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თოდრაძემ აღნიშნა, ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური ბიზნესების საქმიანობის სფეროები უცნობი იმ მიზეზის გამოა, რომ მათ ფუნქციონირება არ დაუწყია.

„როგორც მოგეხსენებათ, როცა კომპანია რეგისტრირდება, ის დაუყოვნებლივ არ იწყებს საქმიანობას და უფრო მეტიც, შეიძლება დამფუძნებლისთვის უცნობი იყოს საქმიანობის სფერო. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ახლად რეგისტრირებული უცხოური კომპანიების საქმიანობა არ არის მითითებული. დაახლოებით, 800 ათასზე მეტი ეკონომიკური სუბიექტია ქვეყანაში რეგისტრირებული, მაგრამ აქედან აქტიური გახლავთ გაცილებით ნაკლები, დაახლოებით, 200 000-მდე. ჩვენ გვაქვს ცნობილი აქტიური ეკონომიკური სუბიექტების უმეტესობის საქმიანობის სახე, მაგრამ რეგისტრირებული და მათ შორის, არააქტიური ეკონომიკური სუბიექტების შესახებ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვფლობდეთ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ.

თუ კომპანია არ ფუნქციონირებს, ე.ი. ის არ საქმიანობს და რა არის გაუმჭვირვალე არ მესმის?! თუ კომპანია ფუნქციონირებს, მისი საქმიანობაც ცნობილია. თუ არ ფუნქციონირებს, მისი საქმიანობის სფეროს შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ის მუშაობას დაიწყებს",- განაცხადა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 5 თვეში 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან კი 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, „საქსტატის“ ცნობით, მათთვის უცნობია.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველოში მარტიდან აგვისტომდე დარეგისტრირებულია 737 უკრაინული და 4045 ბელარუსული ბიზნესი. მათ შემთხვევაშიც საქმიანობის სფერო „საქსტატისთვის“, ერთეული შემთხვევის გარდა, უცნობია.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით