მამუკა მდინარაძე - წალენჯიხის აღმშენებლობას მაინცდამაინც პოლიტიკური ნიშნით გაშვება სჭირდება? კიდევ როგორ ამართლებენ და „აპრავებენ“ თავიანთ საქციელს

წალენჯიხის აღმშენებლობას მაინცდამაინც პოლიტიკური ნიშნით გაშვება სჭირდება? კიდევ როგორ ამართლებენ და „აპრავებენ“ თავიანთ საქციელს, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მიერ რამდენიმე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას.

მდინარაძის შეფასებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადამიანებთან აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება აქვთ, რაც მათ „ნაცურ“ მიდგომებზე მიუთითებს.

„ხალხის დაჩაგვრა და პოლიტიკური ნიშნით დევნა არის აუცილებელი პირობა, რომ რაღაც გაკეთდეს? წარმოიდგინეთ ქვეცნობიერში რა უდევთ. თუ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვინმე მათთვის პოლიტიკურად მიუღებელია და საწინააღმდეგო აზრებს აფიქსირებს, ისინი უნდა გაუშვან სამსახურიდან, რომ რაღაც გაკეთდეს? ადამიანებთან აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება აქვთ, ეს მათ „ნაცურ“ მიდგომებზე მიუთითებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, წალენჯიხის მერმა, ადამიანები დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა და არცერთი სხვა კრიტერიუმით არ უსარგებლია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს