გია ვოლსკი - მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა ავიღოთ იმისთვის, რომ  სწორი წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი

მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა იყოს აღებული იმისთვის, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი - ამის საპირისპიროდ ისეთი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიემხრობა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებულ პროცესში არ მონაწილეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა სწორი ფორმულის შეთავაზება მოხდეს, კონსტრუქციულ განხილვებში მონაწილეობას მაინც არ მიიღებენ.

ვოლსკის მტკიცებით, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს არანაირ საკითხზე კონსენსუსის მიღწევის არანაირი ინტერესი არ აქვს.

"მათი სტრატეგია დესტაბილიზაციის თაობაზე არ შეცვლილა. მით უფრო ბოლო პერიოდში, როცა ცხელ შემოდგომას გვპირდებიან, ეს უფრო გამოკვეთილი და თვალსაჩინო გახდა. რაც შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის წესს, საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება, მხარს არავის დაუჭერს და სამართლიანი იქნება. ახლა როგორ სახალხო დამცველსაც ვხედავთ - მისი პოზიციიდან, განცხებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ის არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანი, რომლის მონაცემებიც უნდა იყოს აღებული იმისთვის, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი. ამის საპირისპიროდ უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომელიც არცერთ პოლიტუკურ პარტიას არ მიემხრობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო