გია ვოლსკი - არსებობს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი და ეს არის ევროპის ბაზრებისთვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით მიწოდება

საქართველოსთვის სტაბილურობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია - არანაირი მეორე ფრონტი არც ევროპას და არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ სჭირდება, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ამ კონტექსტში ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ბაზრებისათვის რუსეთის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების დერეფანი საქართველოზე გადის და საქართველოს სტაბილურობა მათ შორის ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება.

"დღეს-დღეობით ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ევროპის ბაზრები ალტერნატიული მომარაგების დერეფნებს ეძებენ. ამის მრავლობით რიცხვში თქმაც არ შეიძლება - არსებობს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი და ეს არის ევროპის ბაზრებისთვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით მიწოდება. საქართველოს მონაწილეობით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. პროექტი რომელიც დღეს მუშაობს და რომელშიც ჩართულია თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, იტალია და ამ განშტოებებით ენერგორესურსები ევროპულ ბაზრებზე მიედინება, საგანგებო მნიშვნელობისაა განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. არის კიდევ ერთი თემა - ესაა სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა საგანგებოდ ამ პროექტის უზრუნველსაყოფად და ამ პროექტის უფრო გაფართოების მიზნით. სწორედ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორ ჩატვირთონ მეტი იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება