თორნიკე რიჟვაძე ბრანდენბურგის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბრანდენბურგის პარლამენტის პრეზიდენტს დოქტორ ულრიკე ლიდტკეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

„აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება გერმანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. აღსანიშნავია წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 6000-მდე ოჯახი ისარგებლებს.

მჭიდრო თანამშრომლობაა ტურიზმის მიმართულებით. მზარდია ვიზიტების სტატისტიკა გერმანიიდან აჭარის რეგიონში. გრძელდება ერთობლივი პროექტები განათლების სფეროში. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და ბრანდერბურგის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო