გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუველები არ განადიდებენ გორბაჩოვს - მისმა ჯარისკაცებმა ჩვენს უიარაღო მომიტინგეებს ესროლეს და ტანკებით გადაუარეს

ლიეტუველები არ განადიდებენ გორბაჩოვს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ უბრალო ფაქტს, რომ მისმა არმიამ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა გაეხანგრძლივებინა მისი რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მისმა [გორბაჩოვის] ჯარისკაცებმა ჩვენს უიარაღო მომიტინგეებს ესროლეს და მათ ტანკებით გადაუარეს. ჩვენ ასე გავიხსენებთ მას”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

























